რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში დაინიშნოს მმართველად/რეაბილიტაციის ზედამხედველად/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად, თუ ის: ა) ამ საქმეში თვითონ არის მხარე ან მას აღნიშნული საქმის რომელიმე მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; გ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაინტერესებული ამ საქმის შედეგით ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აცილების საფუძვლის არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აცილების საფუძვლის არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მიუთითოს შესაბამისი საფუძველი.
4.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების/თვითაცილების საკითხს სასამართლო განიხილავს შესაბამისი განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით შეარჩევს და ნიშნავს ახალ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს.
These lawyers work in the legal area related to this article.