საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Article 14. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლი
1. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლისათვის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების კოორდინაციის წესები განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით.
2. სურსათით გამოწვეული დაავადებების პრევენციის კომპლექსურ ღონისძიებათა დაგეგმვისა და გატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად, რეგულარულად აწვდის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგებსა და მონაცემებს. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემრის კანონი №1920-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.230 საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
