სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვა ხორციელდება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული ნარჩენების მართვის იერარქიის ზოგადი პრინციპების თანახმად, ამ კანონითა და მის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2.სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: ა) სურსათის მიწოდების ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენცია; ბ) ჭარბი სურსათის შეწირულება, აღდგენა და გადანაწილება სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად; გ) ჭარბი სურსათის ცხოველის საკვებად გამოყენება ან სხვა, სასურსათო ან არასასურსათო დანიშნულების პროდუქტად გადამუშავება; დ) ჭარბი სურსათის რეციკლირება; ე) ჭარბი სურსათის ენერგიის გამომუშავების მიზნით გამოყენება; ვ) სურსათის ნარჩენების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განთავსება. თავი III. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკა და მისი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები
These lawyers work in the legal area related to this article.