სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ეს კანონი არეგულირებს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენციასთან, შემცირებასთან, სურსათის ნარჩენების დაგროვების მართვასთან, სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2.ამ კანონის მიზნებისთვის: ა) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით; ბ) სურსათის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონითა და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი წესებით.
3.სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენციის, შემცირების, სურსათის ნარჩენების დაგროვების მართვის, სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ამ კანონისგან, ნარჩენების მართვის კოდექსისგან, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისგან.
These lawyers work in the legal area related to this article.