საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Article 26. პროდუქციის უსაფრთხოება
1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ან იმპორტირებული პროდუქცია, ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების ნორმატიულ მოთხოვნებს.
2. სანიტარიული ნორმების დარღვევის შემთხვევაში პირი ვალდებულია დარღვევის აღმოფხვრამდე შეწყვიტოს პროდუქციის წარმოება, იმპორტი, ექსპორტი, მიწოდება, ტრანსპორტირება, რეალიზაცია და გამოყენება. თავი VIII. ცხოვრების ჯანსაღი წესის, დედათა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პოლიტიკა
