სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 17. ტერორისტული საქმიანობით ან ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ სხვა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა
1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ექსტრემალური ვითარების და მისგან გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა ხორციელდება „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს და რომელზე რეაგირებაც დაკავშირებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძალის, იარაღის ან სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან, სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს რეაგირებას.
3. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარება იმართება პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით.
