Article 3. ტერორიზმთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები
საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა და პატივისცემა; გ) ტერორიზმთან ბრძოლისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულობა; დ) პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პრიორიტეტულობა; ე) სამართლებრივი, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, პროპაგანდისტული, საინფორმაციო და სხვა შესაძლებლობების კომპლექსური გამოყენება; ვ) ტერორისტებთან მოლაპარაკების წარმოება ტერორისტული ხასიათის დანაშაულის მოსალოდნელი შედეგის თავიდან აცილების მიზნით; ზ) კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალებისა და საშუალებების ერთიანი ხელმძღვანელობა; თ) კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ტაქტიკისა და ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე აღნიშნული ოპერაციის მონაწილეთა შემადგენლობის გახმაურების დაუშვებლობა; ი) ტერორისტული საქმიანობისათვის სასჯელის გარდაუვალობა. თავი II. ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზაციული საფუძვლები
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ
