Article 127^2. პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლა ან გაუქმე
Consolidation №81 Verified against the current consolidation · 27 May 2026
1.თბილისის ქონების შემძენი, სარგებლობის უფლებით მიმღები ან მართვის უფლებით მიმღები უფლებამოსილია საპრივატიზებო, სარგებლობაში გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს მთავრობას.
2.მთავრობა განიხილავს წარდგენილ მიმართვას და, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) (გარდა ფინანსური და საინვესტიციო პირობისა (პირობებისა)) შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს თბილისის საკრებულოს.
3.მთავრობა პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ წინადადებას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს თბილისის საკრებულოს.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.
Compare versions
1. თბილისის ქონების შემძენი, სარგებლობის უფლებით მიმღები ან მართვის უფლებით მიმღები უფლებამოსილია საპრივატიზებო, სარგებლობაში გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს მთავრობას.2. მთავრობა განიხილავს წარდგენილ მიმართვას და, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) (გარდა ფინანსური და საინვესტიციო პირობისა (პირობებისა)) შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს თბილისის საკრებულოს.3. მთავრობა პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ წინადადებას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს თბილისის საკრებულოს.საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. მუხლი 128. მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შედეგად შემოსული თანხები მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შედეგად შემოსულ თანხებს უფლებამოსილი ორგანო სრულად მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. კარი VI მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა და აუდიტი. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა თავი XVI მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა მუხლი 129. სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები 1. სახელმწიფო ზედამხედველობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კანონიერების და დელეგირებული უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების უზრუნველყოფა. 2. სახელმწიფო ზედამხედველობის სახეებია: სამართლებრივი ზედამხედველობა და დარგობრივი ზედამხედველობა. 3. სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 4. დარგობრივი ზედამხედველობა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების კანონიერ და ჯეროვან განხორციელებას. მუხლი 130. სამართლებრივი ზედამხედველობისა და დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოები 1. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მუნიციპალიტეტის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოა შესაბამისი სამინისტრო/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომლის უფლებამოსილების დელეგირებაც განხორციელდა კანონის შესაბამისად ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის ორგანული კანონი №1718 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 131. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი და პრინციპი 1. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით“ და ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. დაუშვებელია სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების განსხვავებული წესისა და ფარგლების დადგენა საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 2. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება თანაზომიერების პრინციპის დაცვით. 3. თანაზომიერების პრინციპის დარღვევით განხორციელებული სახელმწიფო ზედამხედველობის ღონისძიების გამოყენების შედეგად მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 18სექტემბრის ორგანული კანონი №4965 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. მუხლი 132. სამართლებრივი ზედამხედველობა 1. სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე. 2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების სფეროში მისაღები იმ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომლებზედაც არ ხორციელდება სამართლებრივი ზედამხედველობა. 3. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ექსპერტიზას და სამართლებრივ დასკვნას უგზავნის აქტის მიმღებ ორგანოს. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო სამართლებრივ დასკვნას ამზადებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო სამართლებრივ დასკვნაში უთითებს იმ ნორმებს, რომლებსაც ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ექსპერტიზა ხორციელდება დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოსთან კოორდინაციით. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ ნაწილს, რომელიც აწესრიგებს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის შესაბამის დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს ამ აქტის კანონიერების თაობაზე საკუთარი შენიშვნების წარმოსადგენად. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო თავის დასკვნას აგზავნის შესაბამისი მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია გასცეს სამართლებრივი დასკვნა. სამართლებრივი დასკვნის შინაარსზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო. 5. უარყოფითი სამართლებრივი დასკვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო დასკვნის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს უგზავნის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის ან ამ აქტის გაუქმების შესახებ მიღებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან მოტივირებულ წერილობით უარს. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სამართლებრივი დასკვნის გაუთვალისწინებლობის ან მოტივირებული წერილობითი უარის შემთხვევაში სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი ვადის გასვლიდან ან მოტივირებული წერილობითი პასუხის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა მიმართოს სასამართლოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით. 7. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია გაითვალისწინოს და დამაკმაყოფილებლად ცნოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოტივირებული წერილობითი უარი. 8. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმებს ან არსებით და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის დაუცველად, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით. 9. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. მუხლი 133. დარგობრივი ზედამხედველობა 1. მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ/გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და მუნიციპალიტეტის ორგანოს ქმედებაზე ხორციელდება დარგობრივი ზედამხედველობა. 2. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობისას დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტი ან ინფორმაცია; ა 1 ) გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია; ბ) შეაჩეროს ან გააუქმოს მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) ჩაანაცვლოს ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №3605- ვებგვერდი, 15.05.2015წ. მუხლი 134. დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვა 1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირს მოსთხოვოს დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები. 2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია მოთხოვნილი დოკუმენტი და ინფორმაცია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . მუხლი 134 1 . სარეკომენდაციო ინსტრუქცია 1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტის მიერ ჯეროვნად განსახორციელებლად მასზე სახელმძღვანელოდ გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია. 2. სარეკომენდაციო ინსტრუქციამ არ უნდა შეზღუდოს მუნიციპალიტეტის უფლება, უზრუნველყოს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №3605 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. მუხლი 135. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება და გაუქმება 1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს ამ კანონის 134-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი, დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და მიზანშეწონილობა და მუნიციპალიტეტს მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება. 2. დელეგირებული უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გაუქმდეს მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ ის არ შეესაბამება დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითებას. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. 3. თუ მუნიციპალიტეტი არ შეასრულებს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითებას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ. 4. თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმებს, არსებით და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს ან იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ და არამიზნობრივ გამოყენებას, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შესასრულებლად სავალდებულო მითითების გაუცემლად, დაუყოვნებლივ შეაჩეროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 5. მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს უგზავნის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის ან ამ აქტის გაუქმების შესახებ მიღებულ/გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან მოტივირებულ წერილობით უარს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე ან შეჩერების შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. 7. დაუშვებელია დარგობრივი ზედამხედველობის წესით გაუქმდეს მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიღებულია/ გამოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ საფუძველზე შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. 8. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გაუქმების შესახებ დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის ამ მუხლის შესაბამისად ზედამხედველობა ხორციელდება მხოლოდ უფლებამოსილების დელეგირების შესახებ საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით ან ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კანონით ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №3977№6853 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.28.07.2020წ . მუხლი 136. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება 1. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში არ ასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებას, მიიღოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მისცეს მას სავალდებულო მითითება აღნიშნული ვალდებულების შესრულების შესახებ. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითება შეასრულოს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაშია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სათანადო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე. 4. თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო არაჯეროვნად ახორციელებს ან არ ახორციელებს ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას, შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული მოვალეობის შესრულება, მისცეს მას სავალდებულო მითითებები და მდგომარეობის გამოსასწორებლად განუსაზღვროს გონივრული ვადა – არანაკლებ 15 სამუშაო დღისა. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს თანხმობით. 5. მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ვალდებულია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მიღებული ზომების შესახებ. 6. თუ მდგომარეობის გამოსასწორებლად ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო დაადგენს, რომ მუნიციპალიტეტი კვლავ არაჯეროვნად ახორციელებს ან არ ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს ან მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინადადებით მიმართოს. შესაბამის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლებისას შესაბამისი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების დროებითი წესი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების ვადა, შესაბამისი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო/თანამდებობის პირი, აგრეთვე დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სხვა ღონისძიებები. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება შესაბამის მუნიციპალიტეტს ეკისრება. ხარჯები მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამოქვითვით ანაზღაურდება. ამ პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება დაუშვებელია, თუ დარღვეული იყო ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა. 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთჯერადად ან დროებითი ღონისძიების სახით, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების გამოყენება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების პირველი და ბოლო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია. 8. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი სასამართლოში გაასაჩივროს. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . მუხლი 137. სამართლებრივი კონსულტაცია 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს წერილობით მიმართოს სამართლებრივი კონსულტაციის თხოვნით. 1 1 . სავალდებულო სამართლებრივ კონსულტაციას ექვემდებარება: ა) მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების პროექტები; ბ) გენერალური გეგმების პროექტები. 2. სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი და პროექტის განმარტებითი ბარათი. 3. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო წერილობითი მიმართვის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში ამზადებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის სამართლებრივ დასკვნას მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის კანონიერების თაობაზე. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში სამართლებრივი ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი დასკვნა უნდა შეიცავდეს იმ ნორმატიული აქტის დასახელებას, რომელსაც ეწინააღმდეგება პროექტი, აგრეთვე რეკომენდაციებს სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ. 4. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №3242 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. მუხლი 138. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს საქმიანობის საჯაროობა 1. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 1 თებერვლამდე შეადგინოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ზედამხედველობის სფეროში კალენდარული წლის განმავლობაში თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის ოფიციალური ანგარიში. 2. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში უნდა შეიცავდეს სტატისტიკურ ინფორმაციას შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოსთვის კონსულტაციისათვის გაგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების შესახებ, მის მიერ გამოთხოვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესახებ, ზედამხედველობის პროცესში შეჩერებული, გასაჩივრებული და გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულ ჩამონათვალს, ინფორმაციას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის წესსა და ფორმას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ოფიციალური ანგარიშის შედგენიდან 15 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. თავი XVII მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტი მუხლი 139. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება: ა) სახელმწიფო აუდიტი; ბ) დამოუკიდებელი აუდიტი; გ) შიდა აუდიტი. მუხლი 140. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო აუდიტი, დამოუკიდებელი აუდიტი და შიდა აუდიტი 1. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო აუდიტს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულო დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ. 3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად. შიდა აუდიტის განმახორციელებელ სუბიექტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის დებულებით. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №3384 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. თავი XVIII პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . მუხლი 141. საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება 1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება შესაბამისად იწვევს მერის უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებას. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4965 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . მუხლი 142. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს, თუ: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები დარჩება, ამასთანავე, აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ჩამოყალიბება შეუძლებელია; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება. 2. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული საკრებულო განაგრძობს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. მუხლი 143. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 2. (ამოღებულია - 16.12.2022, №2436) . 3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების საფუძველია: ა) საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება; ბ) ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. 4. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებისას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ორგანოს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. მუხლი 144. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, მისი საქმიანობის შეჩერებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისა და შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხის გასაჩივრება 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნისას, მისი საქმიანობის შეჩერებისას, აგრეთვე ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული საქართველოს მთავრობის რწმუნებული ან კოლეგიური ორგანო − საგანგებო ადმინისტრაცია. 2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი/კოლეგიური ორგანო ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს. ამ თანამდებობის პირის/კოლეგიური ორგანოს დამატებითი უფლებამოსილებები და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამინისტრო. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, მისი საქმიანობის შეჩერებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისა და შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასაჩივრდეს სასამართლოში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის გასაჩივრების უფლება აქვს დათხოვნილი, საქმიანობაშეჩერებული ან უფლებამოსილებაშეწყვეტილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთ მეოთხედს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. მუხლი 145. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების დაწყების დღემდე. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. კარი VII სამხარეო საკონსულტაციო საბჭო თავი XIX სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სტატუსი და უფლებამოსილება მუხლი 146. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სტატუსი 1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო არის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება და საქმიანობს ამ კანონით დადგენილი წესით. 2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ინტერესების წარმოდგენა და გათვალისწინება სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №3462 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. მუხლი 147. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან სახელმწიფო რწმუნებული და ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №2820 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №3462 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . მუხლი 148. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილებაა: ა) სახელმწიფო რწმუნებულის წარდგინებით შესაბამის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა; ბ) სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა; გ) სახელმწიფო რწმუნებულისთვის რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №3462 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. მუხლი 149. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი 1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა იმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 60 დღის ვადაში. 2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სახელმწიფო რწმუნებული. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებით. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებას სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს თანხმობით ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული. 3. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონსულტაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ფორმდება საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმით. 5. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო რეკომენდაციას იღებს საკონსულტაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 6. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №2820 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №3462 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . კარი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებები თავი XX გარდამავალი დებულებები მუხლი 150. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები და უფლებამოსილების ვადა 1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები, გარდა ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე გაუქმებული მუნიციპალიტეტებისა, იმართება 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში, აგრეთვე ამ კანონის 151-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თვითმმართველ ქალაქებსა და 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ ახალ მუნიციპალიტეტებში. 2. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისას ამ კანონის შესაბამისად აირჩევიან მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგებლები/მერები. 3. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება 2017 წლის ოქტომბერში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებს არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. 2014 წელს არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის საკრებულოს მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. 2014 წელს არჩეულ გამგებელს/მერს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის მერის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული შესაბამისი მერის უფლებამოსილების დაწყებისთანავე. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები 1. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 2005 წლის საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული აქვთ და ამ კანონით ენიჭებათ ქალაქებს: თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს. 2. მუნიციპალიტეტის (გარდა თვითმმართველი ქალაქისა) ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არსებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 3. ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრები განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. მუხლი 152. მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია 1. „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომ − სამთავრობო კომისია): ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შეიმუშავებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმებს; ბ) ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმების საფუძველზე, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ახალი თვითმმართველი თემების შექმნის შესახებ; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ამზადებს წინადადებებს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ამ მუნიციპალიტეტების გაყოფის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინადადებების შემუშავებისას სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული კრიტერიუმებით და ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებით. 3. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შემუშავებული წინადადებების გათვალისწინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტების შექმნისა და გაუქმების შესახებ წარდგინებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამოყოფის საკითხი საქართველოს პარლამენტში ინიციირებული უნდა იქნეს სამთავრობო კომისიის მიმართვიდან 15 დღის ვადაში. 4. (ამოღებულია - 26.07.2017, №1251). საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. მუხლი 153. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. სამთავრობო კომისია ამზადებს ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების გადანაწილების დროებით წესს 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის, აგრეთვე ამ მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 2014 წლის 31 მაისისა. 3. იმ თვითმმართველ ერთეულებში, რომელთა გაუქმების შედეგად ამ კანონის 151-ე და 152-ე მუხლების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტები იქმნება, 2014 წლის 1 მაისამდე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი. დროებითი სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების საფუძველზე უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადებას და დასამტკიცებლად საკრებულოსთვის წარდგენას. შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს არაუგვიანეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისა. 4. ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შემოსულობების შეუფერხებელი ასახვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2014 წლის 1 ივნისამდე ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. 5. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. 6. 2014 წლის 1 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი მუნიციპალიტეტების 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდგომი პერიოდის ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესის მომზადებას და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას. არსებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული საკრებულოს ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე. 7. 2018 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება იმ სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 106 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №100 - ვებგვერდი, 23.12.2016წ. მუხლი 154. (ამოღებულია) საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის ორგანული კანონი №2936 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №4018 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. მუხლი 155. არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობის განსაზღვრა 1. საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობის პროცენტული მაჩვენებელი იმავე საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო გადასახდელების საერთო მოცულობაში არ უნდა იყოს დასაგეგმი წლის წინა 3 წლის ანალოგიურ წლიურ საშუალო მაჩვენებელზე ნაკლები. ამ შემთხვევაში არ გაითვალისწინება მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში მიზნობრივი, სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერების სახით მიღებული/მისაღები ფინანსური სახსრები. 1 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გაყოფის შედეგად შექმნილ მუნიციპალიტეტებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების გავრცელებისას დასაგეგმი წლის წინა 3 წლის საბიუჯეტო გადასახდელების საშუალო მაჩვენებელი გამოიანგარიშება გაყოფამდე არსებული მუნიციპალიტეტის მონაცემებით. 3. მუნიციპალიტეტმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლების (მოცულობის) ყოველწლიური ზრდის (დასაგეგმი საბიუჯეტო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულ საკუთარ შემოსულობებსა და წინა წლის დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულ საკუთარ შემოსულობებს შორის დადებითი სხვაობის) საფუძველზე მიღებული გაზრდილი ფინანსური რესურსები შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ არაფინანსური აქტივების ზრდასთან დაკავშირებული გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების (გზები, სპორტული და სააღმზრდელო დაწესებულებები, სხვა ობიექტები) მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრებისა. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №5566 - ვებგვერდი, 11.07.2016წ.
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
Related by meaningადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების შეს…საქართველოს დედაქალაქი…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების პრი…ადგილობრივი თვითმმართვ…
Article 127^2 — პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლა ან გაუქმე | ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი