ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 144. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, მისი საქმიანობის შეჩერებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნისას, მისი საქმიანობის შეჩერებისას, აგრეთვე ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული საქართველოს მთავრობის რწმუნებული ან კოლეგიური ორგანო − საგანგებო ადმინისტრაცია.
2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი/კოლეგიური ორგანო ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს. ამ თანამდებობის პირის/კოლეგიური ორგანოს დამატებითი უფლებამოსილებები და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამინისტრო.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, მისი საქმიანობის შეჩერებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისა და შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასაჩივრდეს სასამართლოში.
