ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 163^4. აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების მიმღებისთვ
1. მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერი უფლებამოსილია არაუგვიანეს 2021 წლის 1 ოქტომბრისა, მუნიციპალიტეტის ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების მიმღებისთვის: ა) ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის თაობაზე, მათ შორის, ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) იმ ვალდებულების გაუქმების თაობაზე, რომლის შესრულებამაც აზრი დაკარგა; გ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური პირობის შემსუბუქების თაობაზე, მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერის გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობა ან მისი შესრულების შეფერხება განპირობებულია უშუალოდ ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიის ან/და პანდემიის გამო დადგენილი მარეგულირებელი ნორმებით.
