ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 69. თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
Consolidation №81 Verified against the current consolidation · 27 May 2026
1. თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი განისაზღვრება ამ კანონის 26-ე მუხლით (გარდა მისი მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა), ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
2. თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თბილისში რეგისტრირებული არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.
