1.სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტისა) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2.სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იქმნება სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო).
3.სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ან სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების თუ სარკინიგზო შემთხვევის, სერიოზული შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს შესაბამისად: ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო; ბ) გემთმფლობელი; გ) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო; დ) სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი.
4.სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ან სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს სატრანსპორტო საწარმო მოკვლევის ბიუროს ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ან სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს ინციდენტის მოკვლევის საბოლოო ანგარიშს.
5.სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტისა) სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელების წესებს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.




