Article 27^1
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა რეგულირდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2591 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. მუხლი 27 2 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო) ახორციელებს ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას (შემდგომ − მოკვლევა), რომლის მიზანია საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის პრევენცია. მოკვლევის მიზანი არ არის საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომისთვის პირის ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის დადგენა. მოკვლევა ხორციელდება სასამართლო, ადმინისტრაციული და საგამოძიებო ორგანოებისგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე. [ 1 1 . შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევას ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 2. მოკვლევის ბიურო ფუნქციურად დამოუკიდებელია სააგენტოსგან, გემთმფლობელისა და სხვა პირებისგან, რომელთა ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ინტერესებს ან მისთვის დაკისრებულ ამოცანებს ან/და გავლენას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.
3. მოკვლევის ბიურომ, ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის გარდა, შეიძლება განახორციელოს აგრეთვე ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევა. ამ დროს მოკვლევის ბიურო აფასებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოკვლევის განხორციელება, მომხდარი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სიმძიმის, საზღვაო უსაფრთხოებაზე გავლენის, გემის ტიპისა და ტვირთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
4. შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა მოკვლევის ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა მისცენ: ა) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ადგილზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც განთავსებულია გემის/მისი მექანიზმის ფრაგმენტები, დაშვების/წვდომის და მოკვლევისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების უფლება; ბ) საზღვაო შემთხვევაში/საზღვაო ინციდენტში მონაწილე გემის, მისი შემადგენელი ნაწილების, აგრეთვე გემზე არსებული ან საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული იმ საგნების დათვალიერებისა და შემოწმების უფლება, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევისთვის; გ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თვითმხილველის, აგრეთვე იმ პირის გამოკითხვის უფლება, რომელსაც საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან აქვს ან შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი; დ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის შედეგად დაღუპული პირის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ასლის მიღების უფლება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უფლება.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
