Article 107. საქონლის შენახვა შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობი ღია სახისაა.
2. შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვისას საბაჟო ორგანოსა და მომთავსებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობები, მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კოდექსით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27
