Article 24. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შენახვა
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შენახვის უფლება აქვს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , აგრეთვე ფიზიკურ პირს , თუ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი ექიმის დანიშნულების საფუძველზეა შეძენილი.
2. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების საბაჟო საწყობში შენახვა საბაჟო საწყობის პროცედურის გამოყენებით . საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4915 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
