Article 12. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა
1. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ძალადაკარგულად გამოცხადდეს ან მასში შეტანილ იქნეს ცვლილება: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად სავალდებულო პირობა არ არის დაცული ან შესრულებული; გ) თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ პირი, რომლის მიმართაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, არღვევს ან ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.
2. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
