Article 11. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობა ან არარად აღიარება
1. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი ან არარად აღიარებული: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) თუ ეს გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი მიღებულ იქნა არასწორი ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე, რის შესახებაც განმცხადებელმა (მომთხოვნმა) იცოდა ან განმცხადებელს (მომთხოვნს) უნდა სცოდნოდა, და ეს გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი არ იქნებოდა მიღებული სწორი ან სრული ინფორმაციის საფუძველზე; გ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობა ან არარად აღიარება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და მისი ბათილად ცნობა ან არარად აღიარება იწვევს ამავე კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
