1.საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და განსაზღვრულ შემთხვევებში გადაიხდება ექსპორტის გადასახდელები.
2.საქართველოს საქონელი, რომლის გატანა განზრახულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, უნდა მოექცეს საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, გარდა იმ საქონლისა, რომელიც მოქცეულია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში.
3.საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქონლის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 120 კალენდარულ დღეში, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია 5 კალენდარულ დღეში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის გაუქმების შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გასატანად დადგენილი ვადის 10 კალენდარული დღით გაგრძელების თაობაზე. საქონლის გატანისა და საბაჟო პროცედურების შესრულებისათვის პასუხისმგებელია დეკლარანტი.
