თუ ამ კოდექსის 141-ე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა: ა) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დადგენილ ვადებში გატანისას და გადასახდელი იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშება ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად; ბ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის დარღვევისას და გადასახდელი იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშება შემცვლელი პროდუქტის სახეობის, რაოდენობისა და საბაჟო ღირებულების გათვალისწინებით, მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის დებულებათა შესაბამისად. თავი XXI საქონლის ექსპორტი
Article 146. შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას იმპორტის გადასახდელების გაანგარიშება
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010 A change to this article takes effect on 1 Jan 2030



