1.საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით, იმ საბაჟო რეჟიმისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.
2.საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციას შესაძლებელია დაექვემდებაროს უცხოური საქონელი ან საქართველოს საქონელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია ხორციელდება საბაჟო ორგანოს წინასწარი შეტყობინებით. თუ განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის (ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) რეექსპორტი, საბაჟო ორგანოს წარედგინება საბაჟო დეკლარაცია.
4.
