Article 191. შემთხვევები, როდესაც საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა
1. ამ კოდექსის 187-ე მუხლითა და 189-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საქონლის იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ ვალდებული პირი დაამტკიცებს, რომ ამ კოდექსის 45-ე–47-ე მუხლებითა და 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი, თავისუფალი ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის გატანასთან, დროებით შენახვასთან და შესაბამისი საბაჟო რეჟიმის პირობებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად საქონლის მთლიანად განადგურებით ან გაფუჭებით. ამ მუხლის გამოყენების მიზნით საქონელი გაფუჭებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება.
2. იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებითა და მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ იგი გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო ორგანოს თანხმობით.
