Article 47. საქონლის წარდგენის ვალდებულება
1. საქონელი ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ადგილზე მიტანისთანავე წარედგინება საბაჟო ორგანოს. საქონლის წარდგენის ვალდებულება ეკისრება პირს, რომელმაც იგი შემოიტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ან რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ გამორიცხავს იმ დებულებების გამოყენებას, რომელთა მოქმედება ვრცელდება: ა) მგზავრის პირად ნივთებზე ამ კოდექსის 79-ე და 90-ე მუხლების შესაბამისად; ბ) საფოსტო გზავნილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე ამ კოდექსის 81-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად.
3. საქონლის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
