1.გადავადების მოქმედება წყდება შესაბამისი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების) ვადის ამოწურვისას ან შეიძლება შეწყდეს აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.გადავადება წყდება ვადამდე, თუ ვალდებული პირი დადგენილი ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის გადასახდელების კუთვნილ თანხებს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ საურავს.
