Article 129. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენება იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით შესაძლებელია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოექცეს უცხოური საქონელი, რომელიც რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში და არ შედის ამ კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულ საქონლის ჩამონათვალში.
