საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 129. საურავი
1. თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი.
2. საურავის გადახდა ხორციელდება საგადასახადო დავალიანების თანხაზე დანამატის სახით, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების ან/და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ღონისძიებების გატარების მიუხედავად.
3. საურავის დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის , „ საგადასახადო მოთხოვნის “ წარდგენის ან წარუდგენლობის მიუხედავად , თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების ვადის დადგომის შემდეგ გადამხდელი გადაიხდის გადასახადის ძირითადი თანხის ნაწილს , გადახდის მომდევნო კალენდარული დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება საგადასახადო დავალიანების ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე .
4. პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე, აღნიშნული რეჟიმების დაწყებამდე არსებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებს საურავი არ დაერიცხება.
