Article 213. საბაჟო ვალდებულების შესრულების პირობები
1. საბაჟო ვალდებულების შესრულება არის ვალდებული პირის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა. საბაჟო ვალდებულება სრულდება ვალდებული პირისათვის დაკისრებული სხვა ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად.
2. საბაჟო ვალდებულების შესრულებად ჩაითვლება: ა) დადგენილ ვადაში საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის გადახდა; ბ) საბაჟო გადასახდელების თანხის ჩათვლისას – ჩათვლილი ნაწილი; გ) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებულ და საბაჟო გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებულ საქონელზე: გ.ა) საბაჟო დეკლარაციის ძალადაკარგულად გამოცხადება; გ.ბ) მის გაშვებამდე ჩამორთმევა, ამ კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურება, ამ კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა, ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საქონლის მთლიანი განადგურება; დ) თუ ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა დარიცხვა და ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები; ე) თუ საქონლის, რომელთან დაკავშირებითაც ამ კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანისას განხორციელდა მისი უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
