Article 250. საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების შემცირება ან გაზრდა
1. საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას საბაჟო ღირებულების შემცირება ან გაზრდა დეკლარანტის/წარმომადგენლის მიერ, რასაც არ გამოუწვევია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მონაცემის არსებობა სავალდებულო არ არის, – იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27 საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2868 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.91
