Article 40. მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრა
1. ამ კოდექსის 32-ე–38-ე მუხლების დებულებებისაგან განსხვავებით, მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი, იმ პირობით, რომ მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების ღირებულება დოკუმენტურად განცალკევებულია პროგრამის მატარებლების ღირებულებისაგან.
2. პროგრამის მატარებლების საბაჟო ღირებულება განისაზღვრება პროგრამის მატარებლების ღირებულებისა და მის ტრანსპორტირებაზე, ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე, მოვლასა და შეფუთვაზე გაწეული ხარჯების ერთობლიობით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის ცნება „მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს, ნახევარგამტარებს და მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება ზემოაღნიშნული სქემები, ნახევარგამტარები ან მოწყობილობები, ხოლო ცნებები „მონაცემები“ და „სასწავლო პროგრამები“ არ მოიცავს აუდიო-, კინო- და ვიდეოჩანაწერებს. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
