Article 98. დეკლარანტის ან/და საქონლის გადამზიდველის ვალდებულება
1. დეკლარანტი ორგანიზებას უწევს საქონლის სატრანზიტო გადაზიდვას გაგზავნის საბაჟო ორგანოდან დანიშნულების საბაჟო ორგანომდე.
2. დეკლარანტი ან/და საქონლის გადამზიდველი ვალდებულია: ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად და თანმხლები დოკუმენტები; ბ) წარადგინოს გარანტიები საქონელთან დაკავშირებით წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით; გ) შეასრულოს საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებები.
3. საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამზიდველი ან სხვა პირი, რომელსაც საქონელი გადაეცა საბაჟო ორგანოსაგან შეთანხმებით, ვალდებულია, დანიშნულების საბაჟო ორგანოში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად და თანმხლები დოკუმენტები.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
