Article 99. გარანტიის წარდგენა
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, დეკლარანტი ან/და საქონლის გადამზიდველი ვალდებულია, გაგზავნის საბაჟო ორგანოს წარუდგინოს გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. გარანტია შეიძლება იყოს: ა) ინდივიდუალური, ცალკეული სატრანზიტო გადაზიდვისათვის; ბ) საერთო, რამდენიმე სატრანზიტო გადაზიდვისათვის.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
