1.ელექტრონული ფორმით განცხადება მიიღება ამ წესით დადგენილი პრინციპებისა და პირობების შესაბამისად, ამ მუხლში განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
1.ელექტრონული ფორმით განცხადება მიიღება ამ წესით დადგენილი პრინციპებისა და პირობების შესაბამისად, ამ მუხლში განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.
3.ელექტრონული ფორმით განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში, საქართველოში ბინადრობის ნებართვის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები, ასევე, უნდა იქნეს წარდგენილი მატერიალური ფორმით.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
5.განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღებაზე.
6.სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.