For information only — not legal advice.
1. მომსახურების მიმწოდებელმა ელექტრონული ხელშეკრულების დადებამდე უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებისთვის შემდეგი ინფორმაციის მკაფიოდ, სრულყოფილად და გასაგებად მიწოდება: ა) ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ყველა ტექნიკური ეტაპის შესახებ; ბ) ხელშეკრულების ელექტრონული საშუალებებით შენახვისა და მისი ხელმისაწვდომობის პირობების შესახებ; გ) ხელშეკრულების დადებისთვის ხელმისაწვდომი ენების შესახებ; დ) შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე დაშვებული შეცდომის იდენტიფიცირებისა და გამოსწორების ტექნიკური საშუალებების შესახებ.
2. მხარეებს, კერძოდ, მომსახურების მიმწოდებელსა და მომსახურების მიმღებს, თუ ის არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებით დადგენილისგან განსხვავებულ წესზე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ელექტრონული ფოსტით ან სხვა, მსგავსი, ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით დადებულ ხელშეკრულებაზე.
4. მომსახურების მიმღებს უნდა მიეცეს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის, ხელშეკრულების) ელექტრონული ფორმით შენახვის ან/და გამოყენების შესაძლებლობა.
Closest in meaning — including in other laws
ელექტრონული კომერციის შესახებ