მუხლი 9. სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები 1. სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივით უცხოელზე ბინადრობის ნებართვის გასაცემად: ა.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ა.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ა.გ) საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი მიმართვა; ა.დ) საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ა.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლზე ან დაზარალებულზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობა; გ) კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად: გ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; გ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ.გ) მოქმედი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ასლი; გ.დ) სპეციალური ბინადრობის ნებართვაზე განცხადებით მომართვამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების ფაქტი 5 წლის განმავლობაში; გ.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; გ.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად: დ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; დ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; დ.გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ.დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით.
