1.საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. 1 1 . თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის არ ითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად. 1 2 . საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე. 1 3 . საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვებისა) არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე. 1 4 . საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვებისა) არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება ამავე კანონის მე-10 მუხლის 3 1 პუნქტით დადგენილი წესით.
2.საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
3.(ამოღებულია - 08.05.2015, №3602). საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №670 – ვებგვერდი, 13.06.2025წ.



