„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
Article 31. ეროვნული სააგენტოს ფუნქციები
ეროვნული სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეგისტრაცია; ბ) რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების მეთოდური ხელმძღვანელობა და ნორმატიული ხასიათის მითითებების შემუშავება; დ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ეროვნული სააგენტოს დებულებით. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155
