1.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286 2 , 344-ე და 362-ე მუხლებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172 3 და 185-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. მას აგრეთვე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობისათვის, თუ იგი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება ისეთ სამართალდარღვევებზე, რომლებიც პირის მიერ ჩადენილი იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის სტატუსის მოპოვებამდე. საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №462 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.




