1.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მიუხედავად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს, მისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის მიყენებისთვის მოითხოვოს ერთჯერადი კომპენსაცია, რომელსაც გასცემს სააგენტო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5462 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №423 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. მუხლი 17. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია მოიცავს იმ სამართლებრივი, სოციალური და ორგანიზაციული ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფს: ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების სრული დაცვით; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დისკრიმინაციის დაუშვებლობას; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებას; დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სრულყოფილი რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის ხელშეწყობას; ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებას მათი უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2.სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, დახმარებას, რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან, რათა უზრუნველყონ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა და დახმარება, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა პერსონალური მონაცემების სრული გასაიდუმლოება, პირადი უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, უსაფრთხო რეპატრიაცია და სამედიცინო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, აგრეთვე დანაშაულის შედეგად მიყენებული ფიზიკური, მორალური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მექანიზმებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება.




