რეგულირების სფერო 1. ეს კოდექსი ვრცელდება ნებისმიერი სახის ნარჩენზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენებისა.
რეგულირების სფერო 1. ეს კოდექსი ვრცელდება ნებისმიერი სახის ნარჩენზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენებისა.
Closest in meaning — including in other laws
ნარჩენების მართვის კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.ამ კოდექსის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება: ა) რადიოაქტიური ნარჩენები; ბ) ატმოსფეროში აიროვანი გაფრქვევები; გ) მიწა (პირვანდელ ადგილზე – ინ სიტუ ), მათ შორის, ამოუღებელი დაბინძურებული ნიადაგი, მიწასთან განუყოფლად დაკავშირებული შენობები; დ) დაუბინძურებელი ნიადაგი, აგრეთვე ბუნებაში გავრცელებული მასალა, რომელიც მშენებლობის პროცესში გათხრების შედეგად არის ამოღებული, თუ აშკარაა, რომ ეს მასალა მისი ბუნებრივი ფორმით იქნება გამოყენებული იმავე ადგილზე, სადაც აღნიშნული მშენებლობა მიმდინარეობს, და ამ მშენებლობის მიზნებისთვის იქნა იგი ამოღებული; ე) ჩამდინარე წყლები, წყლის ობიექტების (მათ შორის, შავი ზღვის) ჩამდინარე წყლებით ან/და ნარჩენებით დაბინძურება; ვ) ხმარებიდან ამოღებული ფეთქებადი ნივთიერებები; ზ) ბიოლოგიური მასა – ფეკალური მასა/ნაკელი, ჩალა, აგრეთვე სხვა, მსგავსი ბუნებრივი წარმოშობის არასახიფათო მასალა, რომელიც გამოიყენება ფერმერულ საქმიანობაში, სატყეო მეურნეობაში ან აღნიშნული ბიოლოგიური მასისაგან ენერგიის ისეთი პროცესებისა და მეთოდების საშუალებით მისაღებად, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას; თ) სამთო გადამუშავების ნარჩენები – კარიერებზე მუშაობის და მინერალური რესურსების შესწავლის, მოპოვების, გადამუშავებისა და შენახვის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები; ი) ხმარებიდან ამოღებული სამხედრო მნიშვნელობის ქიმიური ნივთიერებები; კ) სამელიორაციო სისტემებზე განხორციელებული საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად ამოღებული დაუბინძურებელი მასა (ნატანი), რომელიც სისტემების გასხვისების ზოლებში უნდა განთავსდეს.
3.საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
1. ეს კოდექსი ვრცელდება ნებისმიერი სახის ნარჩენზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენებისა. 2. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება: ა) რადიოაქტიური ნარჩენები; ბ) ატმოსფეროში აიროვანი გაფრქვევები; გ) მიწა (პირვანდელ ადგილზე – ინ სიტუ ), მათ შორის, ამოუღებელი დაბინძურებული ნიადაგი, მიწასთან განუყოფლად დაკავშირებული შენობები; დ) დაუბინძურებელი ნიადაგი, აგრეთვე ბუნებაში გავრცელებული მასალა, რომელიც მშენებლობის პროცესში გათხრების შედეგად არის ამოღებული, თუ აშკარაა, რომ ეს მასალა მისი ბუნებრივი ფორმით იქნება გამოყენებული იმავე ადგილზე, სადაც აღნიშნული მშენებლობა მიმდინარეობს, და ამ მშენებლობის მიზნებისთვის იქნა იგი ამოღებული; ე) ჩამდინარე წყლები, წყლის ობიექტების (მათ შორის, შავი ზღვის) ჩამდინარე წყლებით ან/და ნარჩენებით დაბინძურება; ვ) ხმარებიდან ამოღებული ფეთქებადი ნივთიერებები; ზ) ბიოლოგიური მასა – ფეკალური მასა/ნაკელი, ჩალა, აგრეთვე სხვა, მსგავსი ბუნებრივი წარმოშობის არასახიფათო მასალა, რომელიც გამოიყენება ფერმერულ საქმიანობაში, სატყეო მეურნეობაში ან აღნიშნული ბიოლოგიური მასისაგან ენერგიის ისეთი პროცესებისა და მეთოდების საშუალებით მისაღებად, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას; თ) სამთო გადამუშავების ნარჩენები – კარიერებზე მუშაობის და მინერალური რესურსების შესწავლის, მოპოვების, გადამუშავებისა და შენახვის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები; ი) ხმარებიდან ამოღებული სამხედრო მნიშვნელობის ქიმიური ნივთიერებები; კ) სამელიორაციო სისტემებზე განხორციელებული საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად ამოღებული დაუბინძურებელი მასა (ნატანი), რომელიც სისტემების გასხვისების ზოლებში უნდა განთავსდეს. 3. საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
These lawyers work in the legal area related to this article.