ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Article 26^5. საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი
1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვას გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო სხვა თვითმმართველ ქალაქში − ამ თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ნებართვის მაძიებელი საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
