1.ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს სააგენტო ნებართვის მაძიებლის მიერ მისთვის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც შესაბამისი მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვებს გასცემს სააგენტო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე − ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. სხვა თვითმმართველ ქალაქში აღნიშნულ ნებართვას გასცემს ამ თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2 1 . ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვას გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო სხვა თვითმმართველ ქალაქში − ამ თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3.ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, კო ნტროლისა და გაუქმების წესი დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5643 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.423 საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3737 - სსმ I, №56, 20.10.2010წ., მუხ.361 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4689 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1970 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6290 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7063 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1586 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

