ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება.
2.ნებართვის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.
3.ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძვ ელზე.
4.ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლის 28-ე და 28 1 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; აღნიშნულ შემთხვევებში ნებართვის გაცემის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მომენტიდან).
5.ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ამ კანონის 26 1 , 26 2 და 26 5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილებით. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 26 1 , 26 2 და 26 5 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
6.ნებართვა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ამ კანონის 26 1 , 26 2 და 26 5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236 საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2262 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3571 – ვებგვერდი, 20.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6916 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3796 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. თავი VIII. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე. ნებართვის გაუქმება
These lawyers work in the legal area related to this article.
სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ