საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
For information only — not legal advice.
1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვის გაცემას ექვემდებარება საქმიანობის შემდეგი სახეები: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ბ) საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანა; გ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა; დ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა; ე) საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა (დადგენილი კვოტის ზევით).
2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების შეზღუდული რაოდენობის მოტივით, გარდა შემდეგი ნებართვებისა: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა; ბ) საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვისა.
3. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გადამზიდველს უფლებას აძლევს, განახორციელოს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.
4. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა გადამზიდველს უფლებას აძლევს, დადგენილი წესით განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა.
5. საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (დადგენილი კვოტის ზევით) უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს, ერთჯერადად განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებით. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98 საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3737 - სსმ I, №56, 20.10.2010წ., მუხ.361 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6290 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 29 დეკემბრის კანონი №1267 – ვებგვერდი, 06.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1586 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.
Closest in meaning — including in other laws
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ