სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Article 34. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კლასიფიკაცია
Consolidation №8 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
1. საიდუმლოობის გრიფებსა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეებს შორის დადგენილია შემდეგი შესაბამისობა: ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ – COSMIC TOP SECRET; ბ) „სრულიად საიდუმლო“ – NATO SECRET; გ) „საიდუმლო“ – NATO CONFIDENTIAL; დ) „შეზღუდული სარგებლობისათვის“ – NATO RESTRICTED.
2. ნატოს ინფორმაციისათვის კლასიფიკაციის დონის მინიჭების უფლება აქვთ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების ან ნატოს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურების შესაბამის თანამდებობის პირებს.
