სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Article 38. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირის ვალდებულებები
Consolidation №8 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვაში.
