ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
Article 28. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება
1. ანგარიშვალდებულ პირს , მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეკრძალებათ , აცნობონ კლიენტს ან სხვა პირს , რომ ამ კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად განხორციელდება ან ხორციელდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან / და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან ამავე კანონის 25- ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინება ან წარედგინა ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია ( დოკუმენტი ) ან განხორციელდება ან ხორციელდება ამავე კანონის 36- ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით აკრძალულ ქმედებად არ მიიჩნევა : ა ) ანგარიშვალდებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის ( დოკუმენტის ) კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა ; ბ ) ინფორმაციის გავრცელება ერთი ჯგუფის წევრებს შორის , თუ ამ კანონის 30- ე მუხლის შესაბამისად დანერგილია ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ; გ ) ინფორმაციის გავრცელება ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . ა “, „ ბ . გ “, „ ბ . დ “ და „ ბ . ე “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის ან ასეთ პირებსა და სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ ან მოქმედ ანალოგიურ პირებს შორის , რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ერთი იურიდიული პირის სახელით ან მფლობელობის , მმართველობის ან შესაბამისობის კონტროლის ერთიანი სტრუქტურის ( სისტემის ) ქვეშ მოქმედი იურიდიული პირების სახელით ახორციელებენ ; დ ) ინფორმაციის გავრცელება ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “, „ ბ . ა “, „ ბ . გ “, „ ბ . დ “ და „ ბ . ე “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს ან ასეთ პირებსა და სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ ან მოქმედ ანალოგიურ პირებს შორის , რომლებიც ერთ პროფესიულ კატეგორიას განეკუთვნებიან , ერთსა და იმავე კლიენტთან და გარიგებასთან დაკავშირებით ; ე ) ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . ა “, „ ბ . გ “, „ ბ . დ “ და „ ბ . ე “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის მცდელობა , გადაარწმუნოს კლიენტი , რათა მან უკანონო ქმედება არ განახორციელოს .
