1.შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი აპარატების ზოგადი უფლება-მოვალეობებია: ა) შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მისი განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება; გ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესრულება; დ) შრომითი მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის და პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობა; ე) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
