საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ
Article 1^1
კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოსარგებლე – პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით; ბ) რეგისტრაცია – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის №323 კანონის (პარლამენტის უწყებანი, 30.07.96, გვ.
28) მიღებამდე არსებული წესით საცხოვრებელ ფართში რეგისტრაცია (ჩაწერა). საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208
