საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 153^13. მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა
მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1382 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.
