საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, უკანონო გარე რეკლამის საშუალების კონფისკაციით. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 36 1 მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3154 – ვებგვერდი, 30.07.2018წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.