ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Article 42^1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებული ურთიერთობების დროებითი სამართლებრივი რეგულირება
1. 2010 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის და თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიებზე.
2. 2008 წლის 1 დეკემბრამდე გარე რეკლამის განთავსებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია გაგრძელდეს ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონის 26 1 მუხლის შესაბამისად ჩატარებული პირველი აუქციონის შედეგად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადით. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236 საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1177 - სსმ I, №12, 29.06.2009 წ., მუხ.51 მუხლი 42 2 . შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დროებითი რეგულირება 1. ამ კანონის 9 1 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე ამ კანონის: ა) 9 1 მუხლით გათვალისწინებული გენერალური ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც სათანადო საქმიანობა ხორციელდება, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში); ბ) 9 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
